სამართალი
იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა 500 000 ლარად იყიდება

auction3თბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ (სემგს) თბილისში, რუსთაველის გამზირის № 30-ში, მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე გასაყიდად გააქვს.

სამინისტროსავე ინფორმაციით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი 500 000 ლარად იყიდება.

აუქციონის პირობების თანახმად, შენობის ახალი მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს საპრივატიზაციო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეების უსასყიდლო სარგებლობის უფლება 2012 წლის 1 თებერვლამდე.

ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge-ზე 18 იანვარს 17:00 საათზე დაიწყება.