რელიგია
ტაძარი ამჯერად 21-ე ნათლობისთვის ემზადება, რისთვისაც ჩვილთა რეგისტრაცია საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეში“ 25-27 დეკემბერს მიმდინარეობდა.
როგორც საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრ „ძლევაიში“ განმარტავენ, ჩვილთა 21-ე ნათლობა მიმდინარე წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
პატრიარქის ნათლულებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა, სანთლები და „ცხოვრების წიგნი“ გადაეცემათ. ნათლობა სამებაში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, უწმინდესი ტაძარში ნათლობის დასრულების შემდეგ მიბრძანდება და თავის ნათლულებს დალოცავს. ილია მეორე მათ ახლობლებს მცირე ქადაგებითაც მიმართავს.