დეკემბერში ყველაზე მეტი თანხა რუსეთში, უკრაინასა და საბერძნეთში გადაირიცხა
თბილისი, 17 იანვარი,
საქინფორმი. 2011 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 9.2 მლნ აშშ დოლარი (15.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა. შედარებისთვის: გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 12.0 მლნ აშშ დოლარს (21.2 მლნ ლარი) შეადგენდა. გადარიცხული თანხიდან ყველაზე მეტი თანხა რუსეთში გადაირიცხა – 3,337 მლნ აშშ დოლარი, შემდეგ მოდის უკრაინა – 1,962 მლნ აშშ დოლარი, მესამე ადგილზე საბერძნეთია – 665,3 ათასი აშშ დოლარი. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო „კომერსანტი“ ავრცელებს.
გადარიცხვების მოცულობით ათეულში შემდეგი ქვეყნები შედის: თურქეთი, სომხეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, აშშ, იტალია.
ეროვნული ბანკი გადარიცხვების დათვლისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ ოპერაციებსაც ითვალისწინებს.
საქართველოდან განხორციელებული გადარიცხვების მიხედვით გზავნილების სისტემა „ვესტერნ იუნიონი“ ლიდერობს – 33%, შემდეგ მოდის „იუნისტრიმი“ – 11%, „პრივატ მანი“ – 9%, „ინტელ ექსპრესი“ – 8% და „ანელიკი“ – 8%.