პოლიტიკა
თურქეთის დელეგაცია თბილისშია

turkey_flagთბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. დღეს  თურქეთის დიდი ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  გიორგი წერეთელს შეხვდება.

ამის შემდეგ თურქი პარლამენტარები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაათვალიერებენ.

დღის განმავლობაში დელგაციის წევრები საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან  გიგა ბოკერიას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა მინისტრ  კობა სუბელიანსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეხვდებიან.

18 იანვარს თურქი დეპუტატები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკურ  ზონასა  და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ქალაქ რუსთავის იუსტიციის სახლს დაათვალიერებნ. ამის შემდეგ იუსტიციის სამინისტროში საქართველოს იუსტიციის მინისტრ  ზურაბ ადეიშვილს შეხვდებიან.

თურქეთის დელეგაცია საქართველოს 18 იანვარს  18:00 საათის შემდეგ დატოვებს.