აქტუალური
თბილისი, 13 იანვარი, საქინფორმი. ედუარდ შევარდნაძემ საქართველოში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციასთან დაკავშირებით „droni.ge“-თან განცხადება გააკეთა: ის მიიჩნევს, რომ „ქართველი ერი გადაშენების ზღვარზეა“ და ხელისუფლება „არაფერს აკეთებს მრავალშვილიანი ოჯახების წასახალისებლად“.
„მაშინ კომპარტიის პირველი მდივანი გახდა კანდიდ ჩარკვიანი, რომელმაც დაიწყო ზრუნვა დემოგრაფიული სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ნაციონალიზმში დასდეს ბრალი და თანამდებობიდან გადააყენეს. დღევანდელი ხელისუფლება კი, შევარდნაძის თქმით, ძალაუნებურად და გაუცნობიერებლად ატარებს პოლიტიკას „საქართველო ქართველების გარეშე“.
ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მეზობლები მრავლდებიან და ქვეყნის ტერიტორიის მიტაცებას იწყებენ“.
ამ სიტუაციიდან გამოსავალი, შევარდნაძის აზრით, ხელისუფლების სათავეში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მოსვლაა. „ის თხემით ტერფამდე ქართველია და საკუთარ ხალხზე იზრუნებს“, – დასძენს ექს-პრეზიდენტი.