რელიგია
მამა მიქაელი: „მსოფლიო პატრიარქი საქართველოს ეკლესიის გვერდის ავლით გადაწყვეტილებას არ მიიღებს“

botkoveli2თბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. აფხაზი სასულიერო პირების მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს კათოლიროს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ოფიციალურ კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მსოფლიო პარტიარქი საქართველოს ეკლესიის გვერდის ავლით არავითარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"საპატრიარქოში ახლა არდადეგებია. კათოლიკოს-პატრიარქთან შეთანხმების გარეშე ამ საკითხზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ აფხაზი სასულიერო პირებისა და მსოფლიო პატრიარქის შეხვერდა ფოტომასალითაც დასტურდება, შემიძლია მხოლოდ ერთი რამ ავღნიშნო - არავითარი გადაწყვეტილება მსოფლიო პატრიარქის მიერ საქართველოს მართლმადიდებური ეკლესიის გვერდის ავლით მიღებული არ იქნება", - განაცხადა მამა მიქაელმა.

როგორც უკვე იტყობინებოდა საქინფორმი, აფხაზური მედიის ინფორმაციით, რომელიც ფოტომასალითაა გამყარებული, სტამბულში მსოფლიო პატრიარქის ბართლომესა და აფხაზეთის 'წმინდა მიტროპოლიის" საბჭოს წარმომადგენლების დოროფეი დბარის, ანდრეი ამპარისა და დავით სარსანიასა და სხვა აფხაზი სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ეს შეხვედრა მსოფლიო პატრიარქის მიწვევით გაიმართა. სეპარატისტები ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ იმის გამო, რომ აფხაზი სასულიერო პირები საუკუნეების განმავლობაში პირველად მიიღო ოფიციალურად მსოფლიოს პატრიარქმა.

მათი ინფორმაციით, უწმინდესმა პატრიარქმა ბართლომემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო ყველა დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთში არსებულ საეკლესიო საკითხთან არის დაკავშირებული.

აფხაზმა სასულიერო პირებმა პატრიარქს დაწვრილებით მოუთხრეს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის მთელი პრობლემატიკა. მამა დოროფეი დბარმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხალხის საეკლესიო საკითხი შეუძლებელია გადაწყდეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიასთან ორმხრივი დიალოგის გზით, მომხდარი ომისა და შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ურთიერთობების გამო. მეტიც, ამ საკთხის გადაწყვეტა ასევე შეუძლებელია ნებისმიერი ორმხრივი მოლაპარაკებით მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევის გარეშე.

ამის შემდეგ, აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა ბართლომემ ყურადღებით მოუსმინა სტუმრებს და სთხოვა მათ აფხაზი ხალხისათვის გადაეცათ, რომ "დედა ეკლესია ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო მდგომარეობა კანონიკურად გადაწყდეს".

მათი ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის საერო და სასულიერი შეკრების მიმართვა უახლოეს მომავალში იქნება განხილული მსოფლიო საპარტიარქოს წმინდა სინოდის მიერ.