თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. დღეს, 24:00 საათზე, გაითიშება ეროვნული პრეფიქსი „8“. 12 იანვრიდან ქვეყნის შიდა საქალაქთაშორისო ზარებზე, ასევე, მობილური ქსელიდან ფიქსირებულ ქსელში გამავალ ზარებზე და პირიქით – ფიქსირებული ქსელიდან მობილურ ქსელში გამავალ ზარებზე – უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი „0“, საერთაშორისო ზარებზე კი – საერთაშორისო პრეფიქსი „00“.
დარეკვის წესი შემდეგია: ჯერ უნდა აიკრიფოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, საერთაშორისო პრეფიქსი „00“, შემდეგ – ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი (თუ ზარი საზღვარგარეთ ხორციელდება), მაგალითად: 10XX 00 ...
თუ ზარი საქართველოს ფარგლებში ხორციელდება, მაშინ უნდა აიკრიფოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი ან მობილური აბონენტის ცხრანიშნა ნომერი. მაგალითად: 10XX 0...
ამით სრულდება ნუმერაციის ახალი ეროვნული გეგმით გათვალისწინებული ცვლილებები.