პოლიტიკა
აშშ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას განაგრძობს

Philip_Gordonთბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. აშშ უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას განაგრძობს. ეს განცხადება აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა გააკეთა.

უცხოელი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე ფილიპ გორდონმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ვაშინგტონი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.

გორდონის თქმით, საქართველო ვაშინგტონის მნიშვნელოვანი პარტნიორია ავღანეთის ოპერაციაში.

„საქართველოსთან მიმათებაში ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ვთანამშრომლობთ უსაფრთხოების კუთხით და ორიენტირებულნი ვართ სამხედრო განათლებასა და საბრძოლო მომზადებაზე, ასევე, საქარეთველოს უმნიშვნელოვანეს როლზე ავღანეთის ოპერაციაში. საქართველო პირველ ან მეორე ადგილზეა ოპერაციაში ჩართული სამხედროების რაოდენობით, თუ ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას შევადარებთ. რამდენიმე დღის წინათ ქართველი ჯარისკაცები იქ დაშავდნენ კიდეც, რაც მოწმობს იმ რისკზე, რასაც ისინი ჩვენი საერთო უსაფრთხოების მიზნებისთვის იღებენ“, – განაცხადა ფილიპ ფორდონმა.