რელიგია
ალილოზე შეგროვებული შემოწირულობის განაწილება დღეს დაიწყება
aliloთბილისი,10 იანვარი, საქინფორმი. სამების ახალგაზრდული ცენტრიდან ალილოზე შეგროვებული ტკბილეულის განაწილება დღეს დაიწყება. საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თანამშრომელის – ბარბარე რუხაძის, განცხადებით, დღეს გათვალისწინებულია ალილოზე შეგროვებული შემოწირულობის გაგზავნა 14 მიმართულებით. კერძოდ, ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში და ავჭალის ბავშვთა კოლონიაში. შემოწირულობების დასარიგებლად ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხა თბილისის მერიამ გამოყო. ნობათის განაწილება მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.