საზოგადოება
თბილისი, 9 იანვარი, საქინფორმი. საფეხბურთო კლუბმა „გაგრამ“ დათა სიჭინავა ფოთის „კოლხეთიდან“ გასული წლის ივნისში დაიმატა და პირველი შეხვედრა ევროპის ლიგაზე „ანორთოსისის“ წინააღმდეგ ჩაატარა.
22 წლის ფეხბურთელმა ეროვნულ ჩემპიონატში „გაგრას“ რიგებში ნახევარი სეზონი ითამაშა და ორი გოლის გატანაც მოახერხა. კონტრაქტი კლუბსა და მას შორის პირველ იანვარს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.