ბატონიშვილ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის წერილი სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს
ქართული სამეფო სახლის მეთაური, საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე, ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი
მის უწმინდესობას, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს
გილოცავთ დამდეგ ახალ, 2012 წელსა და ქრისტეს შობის დღესასწაულს.
თქვენო უწმინდესობავ!
გამოვხატავ რა თქვენდამი ღრმა პატივისცემას, მინდა, მადლობა გიძღვნათ იმისათვის, რომ 2011 წლის ნოემბერში უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოსკოვში ვიზიტის დროს კვლავ იქნა განხილული ქალაქ ასტრახანში დაკრძალული ჩემი წინაპრების – მეფეების – ვახტანგ VI-ის (1675-1737 წწ.) და თეიმურაზ II-ის (1700-1762 წწ.) სამშობლოში – საქართველოში გადმოსვენების საკითხი, რასაც მიესალმებიან როგორც ჩემი სამეფო ოჯახის წევრები, ისე ბაგრატიონთა მთელი გვარი და ქართველი ხალხი.
იმედს გამოვთქვამ, რომ უფლის შეწევნითა და თქვენი ხელშეწყობით ქართველი მეფეების ანდერძი მალე აღსრულდება.
აგრეთვე, თქვენი ყურადღება მსურს, მივაპყრო მოვლენებს, რომლებიც უკავშირდება XVII-XVIII სს. ქართულ პანთეონს ქ. მოსკოვში, საპატრიარქო სამონასტრო ეკლესიის – ვსეხსვიატსკოეს ტაძრის ტერიტორიაზე (რომელიც 1733-1736 წლებში დარია არჩილის ასულმა ბაგრატიონმა დააარსა). აქ სამეურნეო ნაგებობათა მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი მშენებლობა მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს რუსულ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას. გთხოვთ, გაიზიაროთ ჩვენი გულისტკივილი და სათანადო ზომები მიიღოთ.
წინასწარ გიძღვნით მადლობას.
ჩვენთან არს ღმერთი!