აქტუალური
ყაზბეგი, 9 იანვარი, საქინფორმი. ხელისუფლების გათვლებით, ყაზბეგი ერთ-ერთი იმ ქალაქთაგანი უნდა გახდეს, სადაც სამორინეების მოწყობა წახალისდება. ამ ინიციატივის ფარგლებში ყაზბეგში სამორინეს მოწყობის მოსაკრებელი ნახევრდება. ადგილობრივი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე მოსაკრებელი კვარტალში 15 000 ლარი იქნება.