აქტუალური
თბილისი, 9 იანვარი, საქინფორმი. ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე საინფუზიო ხსნარი „რინგერი“ სერიი – 10 32 905 B იკრძალება.
მისი ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღების გადაწყვეტილება სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ შესაბამისი შემოწმების საფუძველზე მიიღო, რომლის ინფორმაციით, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ პრეპარატი არასტერილურია და არ აკმაყოფილებს სამედიცინო სტანდარტებს.„დადგინდა, რომ აღნიშნული პრეპარატი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო ფარმაცევტულ მოთხოვნებს. კერძოდ, არასტერილურია. აღნიშნულის შესახებ იმპორტიორი ფარმაცევტული კომპანია შპს „,ტონუსის“ მიმართ სააგენტოს მხრიდან გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიებები“, – განაცხადა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის სამსახურის უფროსმა დავით მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია შეჩერდა. ის უკვე გამოთხოვილია ფარმაცევტული ბაზრიდან.
პრეპარატი შოკის, ოპერაციებისა და მოწამვლის დროს გამოიყენება.