სამართალი
დაკავებულია სანდრო დალაქიშვილის მკვლელობაში ბრალდებული

POLICEEEთბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქ. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 1993 წელს დაბადებული გიორგი ლაშქარაშვილი.

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1994 წელს დაბადებულ სანდრო დალაქიშვილს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილიდან მიმალვის დროს გიორგი ლაშქარაშვილს აბაშიძის ქუჩაზე შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ პირებთან და დანის გამოყენებით მუცლის არეში დაჭრა არასრულწლოვანი, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 და 19-108 მუხლებით.