რელიგია
თბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მრევლს აფრთხილებს, ნუ მიიღებენ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს, რომელიც იყიდება ისე, თითქოს წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდანაა.
„როგორც შეგვატყობინეს, ბოლო პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად, თბილისში) ვრცელდება ცომი (ან პური, თავისი გამოცხობის თანდართული რეცეპტით), თითქოსდა წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდან. წმიდა მატრონას სავანე თავის ოფიციალურ საიტზე მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ეს სიცრუეა და ამ ცომსა და პურთან მონასტერს არავითარი კავშირი არ აქვს. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე და ნუ მიიღებთ ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს. ასევე გააფრთხილეთ სხვებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.