აქტუალური
ზუგდიდი, 5 იანვარი, საქინფორმი. მარტვილის ადგილობრივმა მთავრობამ 2011 წლის პირველ და მეორე კვარტალში 38 ათასი ლარის საწვავი მოიხმარა. ყველაზე მეტი საწვავი გამგებელმა მამუკა დანელიამ გახარჯა, რომლის ღირებულებაც თანხობრივად 12 ათას ლარამდე შეადგენს.
მარტვილის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა ამავე პერიოდში 54 ათასი ლარის ხელფასი და პრემია მიიღეს.
2011 წელთან შედარებით, ხარჯებისა და ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხა მარტვილში წელს ნახევარი მილონი ლარით გაიზარდა და მთლიანი ბიუჯეტის 58% შეადგინა. მარტვილის 2012 წლის ბიუჯეტი 5 მილიონამდე ლარია – შარშანდელთან შედარებით, 2 მილიონი ლარით ნაკლები.