საზოგადოება
თბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. თბილისის „დინამოს“ ესპანელი თავკაცი ალექს გარსია „გაგრას“ კარის კიპერ კოკა სეფიაშვილითაა დაინტერესებული. გარსიას ფეხბურთელის დამატება ახალი შეკრების წინ სურდა, თუმცა მხარეები სეფიაშვილის სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან.
ალექს გარსია ესპანეთიდან საქართველოში რამდენიმე დღეში დაბრუნდება და მაშინ გადაწყდება, უღირს თუ არა კლუბს ამ ფასად სეფიაშვილის დამატება.
შეგახსენებთ, რომ სეფიაშვილს კონტრაქტი „გაგრასთან“ 2014 წლამდე აკავშირებს.