საზოგადოება
ჭიაბრიშვილი „ზესტაფონში“ გრძელვადიანი კონტრაქტით იმუშავებს

1chiabrishviliთბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის – „ზესტაფონის“ – მთავარ მწვრთნელს სამწლიან კონტრაქტზე მოაწერინეს ხელი.

სეზონის დასაწყისში გია ჭიაბრიშვილს იმერულ კლუბში სეზონის ბოლომდე გაუფორმეს ხელშეკრულება, მაგრამ, როგორც ჩანს, ახალგაზრდა თავკაცმა მასზე დადებული ფსონები გაამართლა და მასთან ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში აპირებს კლუბი.  18 ტურის შემდეგ 42 ქულით ზესტაფონელები ცხრილს სათავეში უდგანან და ვირტუალურ ცხრილშიც პირველ ადგილს იკავებენ.

კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას კლუბი უახლოეს მომავალში გაავრცელებს.