პოლიტიკა
თბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. „ივანიშვილის დახმარების შეწყვეტას ხალხი შიშით ელოდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ივანიშვილის ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ამჯერად შესაძლოა, ხელისუფლების „ქველმოქმედება“ ჩაენაცვლოს.
„კაცი რომ მოვა და პირიდან ლუკმაპურს გამოგართმევს, ის მტერი გახდება თუ მოყვარე? უბრალო არითმეტიკაა. არაფრის გამომყოფი ეგენი არ არიან. წაიკითხონ „ჰამლეტი“ და მიხვდებიან. ადამიანს თუ მოშივდა, დაუნდობელი ხდება. დაველოდოთ ათს, რომელიც, არა მგონია, მშვიდობიანად დასრულდეს“, – აღნიშნა ბერიკაშვილმა.