აქტუალური
თბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში მედიის წარმომადგენლებთან 2011 წლის შედეგები შეაჯამა. მინისტრის განმარტებით, 2011 წელს სამინისტრო პროექტებს 42 მიმართულებით ახორციელებდა; ყველა დაწყებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და 2012 წელს მათ ხუთი ახალი პროექტი დაემატება.
მისივე თქმით, საგრძნობლად გაიზარდა და მომავალშიც გაგრძელდება პედაგოგთა ხელფასების ზრდა.
მინისტრმა საატესტატო გამოცდების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 2011 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებმა მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნის მაღალი დონე აჩვენა.
შაშკინი უსაფრთხო სკოლის კონცეფციასაც შეეხო და მანდატურის სამსახურის საქმიანობა დადებითად შეაფასა.