პოლიტიკა
თბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი რეგულაციებისთვის უკუქცევითი ძალის მინიჭება, იმის მაჩვენებელია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა აგონიაშია“.
მისივე თქმით, „ის, რომ ხელისუფლებას დღეს სურს, მთელი საქართველო ციხეში ამყოფოს და შიშისა და სიცრუის მეშვეობით შეინარჩუნოს ხელისუფლება, არ მოხდება“.
„როგორც გაზაფხულის მოსვლას ვერ შეაჩერებს პრეზიდენტი, ისე ვერ შეაჩერებს ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას. მოხდება მოსახდენი დროულად და კანონიერად“, – დასძინა ბიზნესმენმა.