საზოგადოება
თბილისი, 28 დეკემბერი, საქინფორმი. მერიის პროექტი „1000 ჯიხურის“ ფარგლებში დღეს მორიგი აუქციონი გაიმართება. როგორც პრესის გავრცელების კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, აუქციონზე გატანილი ლოტების უმეტესობა იმ ადგილებს ემთხვევა, სადაც აქამდე მათი ჯიხურები იდგა. პრესის გავრცელების სააგენტოები „მაცნე“, „ელვასერვისი“ და „პლანეტა ფორტე“ პროექტში მონაწილეობის მსურველებს სოლიდარობას სთხოვენ და მოუწოდებენ, არ მიიღონ მონაწილეობა იმ ლოტებში, რომლებიც მათი ჯიხურების განთავსების ადგილებს ემთხვევა.
კერძოდ: სს „მაცნე“ – ლოტი 33: 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 15, 16, 18, 19, 23, 24, 25;
შპს „ელვასერვისი“ – 33: 14, 17, 21;
შპს „პლანეტა ფორტე“ – 33: 3, 6, 26.
შემდეგ აუქციონებში მონაწილეობის შესახებ სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას“, – ნათქვამია კომპანიების მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.