აქტუალური
მარტვილის შემცირებული ბიუჯეტი და გაზრდილი ხარჯები

123martviliiiმარტვილი. 28 დეკემბერი, საქინფორმი. მარტვილის ბიუჯეტის პროექტში მთლიანი თანხის 58% ადგილობრივი ხელისუფლების ხელფასებსა და ხარჯებს მოხმარდება. თანხა მთლიანობაში 2,9 მილიონი ლარია, მარტვილის ბიუჯეტის პროექტი კი – 5 მილიონი ლარი, რაც (შარშანდელთან შედარებით, 2 მილიონი ლარით ნაკლები).

საარჩევნო წელს 10-ჯერ არის გაზრდილი სარეზერვო ფონდი. თუ შარშან მარტვილის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი 6 ათასი ლარი იყო, წელს ეს თანხა 60 ათას ლარს შეადგენს.

საარჩევნო წელს 130 ათასი ლარითაა გაზრდილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსების მუხლი.

20-დან 30 ათას ლარამდეა გაზრდილი მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს დაფინანსება.

მარტვილის 2012 წლის ბიუჯეტში იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსებაც. თანხა მთლიანობაში 60 ათას ლარს შეადგენს, რაც 16 ათასი ლარითაა გაზრდილი.

სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად მარტვილის ბიუჯეტში მხოლოდ 295 ათასი ლარი გამოინახა.