აქტუალური
ზუგდიდი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. წალენჯიხის საკრებულოს წევრებმა 2012 წლის ბიუჯეტი მიიღეს. წალენჯიხის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 4,5 მილიონი ლარია.
წალენჯიხაში წელს შემცირებულია საგანმანათლებლო ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხები. შარშანდელი 840 ათასი ლარის ნაცვლად, წელს ეს თანხა 490 ათას ლარს შეადგენს.
დევნილების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, წალენჯიხის 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში ვერ მოხვდა ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში უფასო სასადილოს გახსნა.