სამართალი
ბიძინა ივანიშვილი აღარ არის რუსეთის მოქალაქე

12moqalaqთბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის რუსეთის მოქალაქე. რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ  ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსგან  2011 წლის 26 დეკემბერს მიიღო.

რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა  17 ოქტომბერს  ოფიციალურად მიმართა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას.

ამ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის  საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, 27 დეკემბერს, გამოიტანს.