აქტუალური
წალკა-ნინოწმინდის მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა

calka-ninowmindaთბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. წალკა-ნინოწმინდის ცენტრალური მაგისტრალის 20 კმ-იან მონაკვეთზე წუხელ, გვიან ღამით, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო. დიდთოვლობისა და ნამქერის გამო, გადაიკეტა პიკმატაჟის უღელტეხილი.

მსუბუქი ავტომობილები წალკა-ნინოწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა იყო შესაძლებელი. როგორც ადგილზე აცხადებდნენ, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

წალკა-ნინოწმინდის მაგისტრალის 20 კილომეტრიანი მონაკვეთი, კონკრეტულად კი, პიკმატაჟის უღელტეხილი, ზამთრის პერიოდში სისტემატურად იკეტება თოვლისა და ნამქერის გამო.