შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 73 პატიმარს მისცა
თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის გუშინდელ სხდომაზე იქნა მიღებული. 73-დან 10 პატიმარს სასჯელი გაუნახევრდება, დანარჩენები კი საახალწლოდ გათავისუფლდებიან.
შეწყალებულთა შორის 15 ქალბატონია, მათგან ერთი – არასრულწლოვანი გოგონა.
სხდომაზე სულ 139 განაცხადი განიხილეს. შეწყალების კომისიის წევრთა რეკომენდაცია ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც გასათავისუფლებელ მსჯავრდებულთა ზუსტი რაოდენობა გახდება ცნობილი.