სამართალი
თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას ინფორმაციით, შეწყალების კომისიაში 120-მდე პატიმრის განაცხადია შესული.
გადაწყვეტილებისას კი კრიტერიუმები, თორდიას განმარტებით, იგივე რჩება – პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დანაშაულის სიმძიმე, ოჯახური მდგომარეობა და სხვა ფაქტორები.
ცნობისთვის: შეწყალების კომისიის მიერ პატიმრების განხილული საქმეები საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტთან გადაიგზავნება.