სამართალი
თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, 14:00 საათზე, გამოცხადდება. საქმის არსებითი განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადების ვადად სწორედ 27 დეკემბერი დაასახელა.
მოპასუხე მხარის – პრეზიდენტის წარმომადგენელმა, კი განაცხადა, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება კანონსა და პროცედურებს ეფუძნებოდა.
როგორც ცნობილია, 2011 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეობა შეუწყვიტა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეს. ივანიშვილისა და ხვედელიძის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს და მის ბათილად ცნობას ითხოვენ.