საზოგადოება
თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ცეცხლი თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში სამსართულიანი შენობის სხვენში გაჩნდა, საიდანაც ალი მთლიანად შენობას მოედო.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს, რომელიც უკვე მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, შენობას ცეცხლი ძველი ელექტროსადენებიდან გასჩენოდა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში განმარტავენ, რომ დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარება.