სამართალი
გუბერნატორი მისაბიშვილი კანონს არღვევს?

xobis-biujetiiზუგდიდი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ჩხოროწყუს საკრებულოს 2012 წლის ბიუჯეტი გეგმის მიხედვით გუშინ უნდა მიეღო. საკრებულოში ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის განსახილველად და მისაღებად საკრებულოს წევრები აპარატმა რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა, თუმცა სხდომა გადაიდო, საკრებულოს წევრებისთვის კი ამის მიზეზი არ განუმარტებიათ.

ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე საკრებულო და გამგეობა შეთანხმებული იყვნენ, თუმცა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, საბოლოო კორექტირების შესატანად პროექტი  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ მოითხოვა. სწორედ ამიტომ გადადო ბიუჯეტის მიღება ჩხოროწყუს საკრებულომ.

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ორგანული კანონის თანახმად, ადგილობრივ ბიუჯეტში კორექტირების შეტანა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა სხვა ორგანოებს, მათ შორის, გუბერნიას, ეკრძალებათ.