სამართალი
„მაესტროს“ მფლობელთა წინააღმდეგ სარჩელი უკვე სასამართლოშია

maestroთბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „მაესტროს“ მართვის კომპანიამ  „მაესტროს“ მესაკუთრეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

აღნიშნული სარჩელით „მაესტროს“  მართვის კომპანია ტელეკომპანიის მესაკუთრეებისგან რუსთავის მედიის მართვის კომპანიისადმი ზიანის ანაზღაურებას (6,3 მლნ დოლარის ოდენობით) და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის 1,0 მლნ დოლარს მოითხოვს.

ამასთან, მოსარჩელე მხარე მოითხოვს, სასამართლომ დაავალდებულოს შპს „სტუდია მაესტროს“ მესაკუთრეები, რათა „სრული უფლებებით იქნეს აღდგენილი რუსთავის მედიის მართვის კომპანიის მმართველობა 2009 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში, რომელიც 2012 წლის 1 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს“.