სამართალი
გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

borkileb1თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით 24 წლის სოსო პატარაია დააკავეს“.

„აღნიშნულმა პირმა სოფელ ჩიბათში  არარეგისტრირებული სანადირო იარაღიდან შემთხვევითი გასროლით კეფის არეში მიაყენა ჭრილობა 14 წლის თორნიკე კალანდარიშვილს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება, რომელსაც გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო  აწარმოებს, საქართველოს სსკ-ის  116-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.