სამართალი
დაკავებულია განზრახ მკვლელობაში ბრალდებული

mkvlelobaa22თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. შსს-ის ინფორმაციით, „თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობაში ბრალდებული 62 წლის ტარიელ გუდაშვილი დააკავეს, რომელმაც 2011 წლის 13 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კეფის არეში ნაჯახის ერთჯერადი დარტყმით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სევერიან ვაჩაძეს და  შემთხვევის ადგილიდან  მიიმალა“.

„დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ასევე, დაკავებულია ცირა ქოქაშვილი. დაკავებული აღიარებს  ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებას სსკ-ის 108-ე და 376-ე მუხლებით თბილისის შს მთავარი სამმართველო აწარმოებს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.