საზოგადოება
თბილისი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ დამფუძნებელმა ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „საქართველოში პირველი სამშვიდობო ინსტიტუცია გაჩნდა, რომელიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური დიალოგის დაწყებისა და სამშვიდობო ურთიერთობებისთვის საფუძვლებს მოამზადებს“.
„ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახლის“ დამფუძნებელი მთავარ პარტნიორად ევროკავშირს განიხილავს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის ელჩთან საქართველოში პირველი შეხვედრა უკვე შედგა და, ამასთან, შესაბამისი დოკუმენტები საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორიო ორგანიზაციებს დაეგზავნათ.
კირთაძე მიიჩნევს, რომ „რუსეთის ფედერაციის როლი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ორმხრივი დიალოგის დაწყების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია“.