აქტუალური
ძვირადღირებული ახალი წელი ზუგდიდში

saaxalwlooზუგდიდი, 19 დეკემბერი, საქინფორმი. საახალწლოდ ზუგდიდის ბიუჯეტიდან კოლოსალური თანხები იხარჯება – ქალაქში მდებარე მარტო 2 ქუჩის მოსართავად მუნიციპალიტეტის გამგეობამ 75 ათასი ლარი გამოყო. განათებების უმეტესობა კი შარშანდელია. მას წელს მხოლოდ ზვიად გამსახურდიას გამზირზე ბადისებრი სანათები ემატება.

საახალწლო განათებისთვის თანხა ზუგდიდის ბიუჯეტის კულტურული ღონისძიებების მუხლიდან გამოიყო.

ზუგდიდის გამგეობა კალენდრებისა და საჩუქრების ჩასაწყობი ჩანთების შესყიდვასაც გეგმავს. ამისთვის უკვე ტენდერიც გამოცხადდა, რომლის ღირებულება 13 ათას ლარზე მეტია.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რამდენი დაიხარჯება საახალწლო კონცერტისთვის ზუგდიდის ბიუჯეტიდან. გამგეობას ტენდერი აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ჯერ არ გამოცხადებულა.