სამართალი
ოცდაათლარიანი სატყუარა

vaucherebiთბილისი, 17 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, „თეთრი მოძრაობის“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ხასია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ დროს ფუძემაგარ ქართველ გლეხს  ისე უჭირს, ათლარიანიც რომ აჩუქო, სიხარულით ცას ეწევა და ათჯერ მოგახსენებს დიდ და ალალ მადლობას. ამიტომ სულ არ გვიკვირს, ოცდაათლარიანმა ვაუჩერმა რომ გაახარა გლეხკაცი და ჩვენს მზე-პრეზიდენტს ოცდაათჯერ გადაუხადა მადლობა.

30 ლარად რამდენ სასუქს იყიდის, ის კიდევ რამდენ  ფართობს ეყოფა, ან კიდევ რამდენ საწვავს შეიძენს და ამ საწვავით რამდენ მიწას მოხნავს, ეს ექსპერტებისათვის მიგვინდია საანგარიშოდ.

უბედურება ის არის, რომ ხელისუფლება პიარის კეთებიდან ვერ გადაეწყო საქმის კეთებაზე. როგორ შეიძლება დასავლეთზე ორიენტირებულმა ხელისუფლებამ მშრომელ კაცს თვრამეტიოდ დოლარის ეკვივალენტი დახამრება შეჰკადრო!?

კარგი, დავუშვათ ამ 30 ლარს ძალიან მაღალი მყიდველობითი უნარი აქვს და ერთი-ორი დღით წაადგა გლეხის მეურნეობას. შემდეგ?

სოფლის მეურნეობის წელში გამართვის სურვილი თუ აქვს ჯერ კიდევ არსებულ ხელისუფლებას, საკითხს უნდა მიუდგეს არა კომპანიურად და იმპულსურად, არამედ მეცნიერებისა და პრაქტიკოსების ერთობლივი შრომით შექმნილი ტაქტიკური მოკლევადიანი და სტრატეგიული გრძელვადიანი პროგრამებით.

დახმარება უნდა იყოს სისტემური და მიზნობრივი, და არა ერთჯერადი და მათხოვრული – თავისი შინაარსით, ფორმით, ოდენობით.

გლეხკაცი მშრომელია და არა მათხოვარი, ბატონო მინისტრო, ბატონო პრემიერო, ბატონო პრეზიდენტო!“