
თბილისი, 16 დეკემბერი,
საქინფორმი. 16-18 დეკემბერს თბილისში ნატოს საინფორმაციო ცენტრებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეგიონული შეხვედრა იმართება. შეხვედრა დღეს საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ გახსნა.
რეგიონულ შეხვედრაში საქართველოსთან ერთად რუსეთის, უკრაინის, მოლდოვას, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში ტარდება.