აქტუალური
WTO: დღეს რუსეთის გაწევრების საკითხი განიხილება

WTO_russia_flagთბილისი, 16 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მსო-ს მინისტერიალზე დღეს, 2011 წლის 16 დეკემბერს, ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების საკითხს განიხილავენ.

ორგანიზაციის მერვე მინისტერიალი ჟენევაში გუშინ დაიწყო.

პლენარულ სხდომაზე მინისტრები უკვე მომზადებულ განცხადებებს გააკეთებენ. პარალელურად გაიმართება სამი სამუშაო სხდომა, რომლებზეც შემდეგ თემებს განიხილავენ: „მრავალმხრივი ვაჭრობისა და მსო-ს მნიშვნელობა“, „ვაჭრობა და განვითარება“, „დოჰას განვითარების დღის წესრიგი“.

კონფერენციაზე რუსეთის გაწევრების საკითხის განხილვა კი ადგილობრივი დროით 15:30 საათზე დაიწყება. რუსეთთან ერთად მინისტერიალზე სამოასა და მონტენეგროს წევრობის საკითხიც განიხილება.

მინისტერიალის დასასრულ მინისტრები რიგ გადაწყვეტილებებსაც დაამტკიცებენ და თავმჯდომარე დასკვნით განცხადებას გააკეთებს.

მინისტერიალი მუშაობას ხვალ, 17 დეკემბერს, დაასრულებს.