სამართალი
თბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. ნაფიცმა მსაჯულებმა, რომელთა მონაწილეობითაც სასამართლო პროცესი საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა, კვლავ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.
აღნიშნული საქმისთვის საგანგებოდ 12 ნაფიცი და 3 სათადარიგო მსაჯული შეირჩა.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მატიაშვილი სასჯელაღსრულების №1 კოლონიის 84-ე საკანში ჩამომხრჩვალი 7 წლის წინათ იპოვეს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ბრალდებულებმა მატიაშვილი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრების დაკვეთით მძინარე მოკლეს. საქმეში სულ 5 პირი ფიგურირებდა, რომელთაგან ერთმა გამოძიებასთან წლების წინათ ითანამშრომლა, კიდევ ერთი კი უკვე გარდაცვლილია.
განსასჯელებს ბრალად ედებათ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჩადენილი მკვლელობა, რომელიც 20 წელზე მეტ ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ნაფიცი მსაჯულები მოსაფიქრებელ ოთახში გუშინ 4 საათს მსჯელობდნენ.