საზოგადოება
თბილისი, 15 დეკემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველისა და ევროსაბჭოს ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თანამშრომლობით დღეს ევროპის სოციალური ქარტიის 50-ე წლისთავის აღსანიშნავად კონფერენცია „სოციალურ უფლებათა დაცვის ეფექტურობა საქართველოში“ გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სოციალურ საკითხთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი, სოციალური ქარტიის სამდივნოს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
კონფერენცია ტარდება ევროსაბჭოს პროექტის – „დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013, სასამართლოს რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა საქართველოში“ – დაფინანსებით.