აქტუალური
„საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დღის წესრიგში აყენებს მთავარ იდეას – ეს არის ძლიერი, ერთიანი, ღირსეული, სამართლიანი საქართველო. ყველას შეუძლია იყოს ამ პროცესის თანამონაწილე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა გაიშალოს „ქართული ოცნება“ და მასში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იპოვოს საკუთარი თავი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობის ფარგლებში სხვადასხვა საკითხზე თემატური ჯგუფები იმუშავებენ, დაიწყება საარჩევნო პროცესისთვის მომზადება და შეიქმნება პირობები პოლიტიკური პარტიის დასაფუძნებლად.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ ოფისი განთავსებულია ერეკლე მეორეს მოედანზე, ანტონ კათალიკოსის ქუჩა №3/36-ში. მოქალაქეებს, რომელთაც სურვილი აქვთ, დარეგისტრირდნენ საზოგადოებრივი მოძრაობის მხარდამჭერებად, „ქართული ოცნების“ოფისს შეუძლიათ მიმართონ 10.00 საათიდან 18.00 საათამდე და გაიარონ რეგისტრაცია.