პუბლიკაციები
დემონტირებული და „მოდერნიზებული“ ძეგლები საქართველოში

traktatძეგლები, ისევე, როგორც ადამიანები, იბადებიან, ცოცხლობენ და კვდებიან. თბილისში ოთხწლიანი მივლინების დროს „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტი ბესიკ ფიფია მთელი რიგი ძეგლების გაქრობის მოწმე გახდა. ხელოვნების ნაწარმოებებს იდეოლოგიური მოსაზრებებით იღებდნენ. სხვა შემთხვევებში ძეგლები „საწარმოო აუცილებლობის“ გამო ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ. „ძეგლების შესაქმნელად გმირებია საჭირო, ხოლო მათ ასაღებად – ბრბო!“ – წამოიძახა ერთხელ პოეტმა-სატირიკოსმა დონ-ამინადომ.

(ფოტო 1) ტფილისში მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ძეგლი საქართველოს დედაქალაქში 1867 წელს დაიდგა. აკაკი წერეთლის თქმით, ვორონცოვს ქართველებს შორისაც კი არ ჰყავდა ბადალი. ძეგლი „ყველაზე წესიერი რუსისა, რომელსაც ოდესმე უმსახურია თბილისში“, როგორც დღემდე იხსენიებენ მტკვრის ნაპირებზე მიხეილ ვორონცოვს, პირველი სკულპტურული ნაწარმოები იყო საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაშიც. მაგრამ 55 წლის შემდეგ, 1922 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უგანათლებულესი თავადისა და მეფის, ფელდმარშალ მიხეილ ვორონცოვის ძეგლი ბოლშევიკებმა დაანგრიეს.

(ფოტო 2) ვლადიმერ ლენინი და იოსებ სტალინი – მიხეილ ვორონცოვის ძეგლის გამანადგურებელთა იდეური სულისჩამდგმელები – თბილისში, საბჭოს ქუჩაზე მდებარე სკვერში ქვაში იქნენ უკვდავყოფილი. 1980-იანი წლების დამლევს „მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი“ და „ხალხთა მამა“ თავად ჩაბარდნენ წარსულს.

(ფოტო 3) ქართულ-რუსული მეგობრობის სიმბოლოდ აღიარებული ძეგლი 1981 წელს დადგეს თბილისის შემოსასვლელში. ავტორი – ზურაბ წერეთელი. 1989 წლის აპრილის მოვლენების შემდეგ ძეგლის დემონტაჟი მოხდა.

(ფოტო 4) 2009 წლის 18 დეკემბერს დემონტაჟისათვის ამზადებდნენ დიდ სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ დიდების მემორიალს ქუთაისში.

(ფოტო 5) 2009 წლის 19 დეკემბერს დიდების მემორიალი ააფეთქეს. აფეთქების დროს ნამსხვრევებისაგან ახალგაზრდა ქალი და მისი 8 წლის შვილი დაიღუპნენ.

(ფოტო 6) იოსებ სტალინის სამშობლოში, ქალაქ გორში, არსებული ამ ძეგლის გადარჩენა მოხერხდა 1950-იანი წლების დამლევს – ბელადის სკულპტურული გამოსახულებების მასობრივი დემონტაჟის პერიოდში, და 1989-1991 წლებში, როცა  ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორთა და მიმდევართა ძეგლები აიღეს. გორელებმა მაშინ ბრინჯაოს სტალინთან არავინ მიუშვეს, ხელკეტებით, რკინის წკეპლებით და სანადირო თოფებითაც კი შეიარაღდნენ და ხელისუფლებას  საშუალება არ მისცეს, მიახლოებოდა ადამიანს, რომელმაც „პატარა გორს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი“.

(ფოტო 7) 2010 წლის ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ ღამით საიდუმლოდ სამ საათში მოახდინა იოსებ სტალინის ექვსმეტრიანი ძეგლის დემონტაჟი. დიდ დიქტატორს ბრალი დასდეს იმ იმპერიის შექმნაში, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში  „საქართველოს მშვიდობისკენ იძულების“ ოპერაცია ჩაატარა“.

(ფოტო 8) სამგზის სოციალისტური შრომის გმირის, მეატომე-ფიზიკოს კირილ შჩოლკინის ძეგლი თბილისში, მიხეილ თამარაშვილის ქუჩაზე, მის მერ დაარსებული საქართველოს ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის მახლობლად  1982 წელს დაიდგა. კირილ შჩოლკინი 1911 წელს თბილისში მიწისმზომელის ოჯახში დაიბადა და 1924 წლამდე აქ ცხოვრობდა. იგი ცნობილია იმით, რომ 1949 წლის აგვისტოში ლავრენტი ბერიას დავალებით ტექნიკური ხელმძღვანელობა გაუწია პირველი საბჭოთა ატომური ბომბის გამოცდას.

(ფოტო 9) კირილ შჩოლკინი 2008 წლის აგვისტოში ჩამოაგდეს კვარცხლბეკიდან. თბილისში ამბობენ: „ძეგლის განადგურება მიცვალებულის მკვლელობაა“.

(ფოტო 10) სტელა-მაჩვენებელი ქალაქ აბაშის შესასვლელთან, 2008 წელი.

(ფოტო 11) სტელა-მაჩვენებელი ქალაქ აბაშის შესასვლელთან საქართველოს ტერიტორიაზე რუსული კულტურის ნებისმიერი კვალის და რუსული ენის ლიკვიდაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, 2011 წელი.

(ფოტო 12)  დუქნების ხშირი სტუმრის – მხიარული კინტოს ძეგლი ძველ თბილისში, ერთ სახინკლესთან იდგა.

(ფოტო 13)   2011 წელს კინტო „პენსიაზე“ გაუშვეს, სახიკლე კი იაპონურმა რესტორანმა დაიკავა.

(ფოტო 14) მეფე დავით IV აღმაშენებლის ძეგლი რესპუბლიკის მოედანზე იდგა. ისე მოხდა, რომ შემდგომში მეფემ იქვე, მახლობლად, სასტუმროს მშენებლებს  ხელი შეუშალა და ის ქალაქის განაპირას გადაიტანეს. თბილისელების აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ახალ ადგილას დავით აღმაშენებელი მათკენ ზურგით მობრუნებული აღმოჩნდა.

(ფოტო 15) დაძაბულობა ქუთაისელმა ბრძენკაცმა ზურაბ რეხვიაშვილმა  განმუხტა. „ცუდი არაფერია იმაში, რომ დავით აღმაშენებელი ქალაქისაკენ ზურგშექცეული აღმოჩნდა, – თქვა მან – მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირი სტუმრებისკენ აქვს და მისი მზერა დასავლეთით, ევროპისკენ არის მიმართული“.

(ფოტო 16) ამ ადგილას თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, პრომეთეს ძეგლი იდგა. მოგვიანებით ოლიმპოს ღმერთებისთვის ცეცხლის გამტაცებელი კვარცხლბეკიდან გაქრა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის შეურიგებელმა ოპონენტმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პრომეთე ადგილს უთმობს მიხეილ სააკაშვილს და მისი კლდეზე მიჯაჭვულის დანახვა გაცილებით უფრო სასარგებლო იქნება საქართველოსთვის. ოპოზიციონერის აზრით, თუ პრომეთემ იმით გაითქვა სახელი, რომ ადამიანებს ღვთიური ცეცხლი აჩუქა, სააკაშვილმა ქვეყანაში პოლიციური დიქტატურა მოიტანა.

(ფოტო 17) მოგვიანებით „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტმა პრომეთეს ძეგლი თბილისიდან 150 კილომეტრის დაშორებით ქალაქ ბორჯომის პარკში აღმოაჩინა. ქართველებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ამ ადგილას მიაჯაჭვა იგი ზევსმა კლდეს.

(ფოტო 18) ოლიმპიელის შიშველი ფიგურა თბილისში, სპორტის სასახლის წინ. მას ცუდი არაფერი შემთხვევია.

(ფოტო №19) უბრალოდ, თბილისობის დღესასწაულზე თეთრი მაისური, სპორტული ქურთუკი და შარვალი ჩააცვეს, კისერზე კი  დიდი ყურსაცვამები ჩამოჰკიდეს. „ჩვენი ბიჭი მტკვრის ნაპირებიდან“.