ამერიკელმა პროგრამისტმა მარკ ცუკერბერგმა, პოპულარული სოციალური ქსელის, Facebook-ის დამაარსებელმა, რომელმაც მას პოპულარობა, ფული და სტატუსი _ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი მოუტანა, გადაწყვიტა ოჯახი შექმნას. მარკის რჩეული გახდა პრისცილა ჩანი, წყვილი ერთად 2003 წლიდანაა.
ცნობილია, რომ ახლა წყვილი ქორწინების კონტრაქტს ადგენს. საინტერესოა, რომ პატარძალ უფრო მეტი მოთხოვნა აქვს მომავალი ქმრის მიმართ, ვიდრე პირიქით. მაგალითად, პრისცილა მოითხოვს, რომ მარკმა მასთან გაატაროს დღეში არანაკლებ ასი წუთი და ყოველი კვირის ბოლოს დაპატიჟოს ვახშამზე ან კინოში.
ვიმედოვნებთ, რომ მისტერ Facebook-ი, თავისი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, შეძლებს კონტრაქტის პირობების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება გაბრაზებულმა პრისცილამ ის Facebook-ის კონტაქტებიდან ამოშალოს.
http://www.presa.ge/new/?m=yellow&AID=6699