სამართალი
სასამართლო სხდომა გადაიდო

temida7თბილისი, 8 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან ატყობინებენ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით მთავარი სხდომა ორშაბათს, 12 დეკემბერს, 14 საათზე, გაიმართება. პროცესი 8 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა მოსამართლის ავადმყოფობის გამო ის ორშაბათისთვის გადაიდო.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით 21 ოქტომბერს მიმართეს. ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტის გაუქმებას მოითხოვს, რომლის ძალითაც მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა უკანონოდ  ჩამოერთვათ.