საზოგადოება
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ხალხის მიერ არჩეული ალა ჯიოევა აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან მის მომხრეთა მიმართ რეპრესიები დაიწყო.
ამას გარდა, ჯიოევამ ედუარდ კოკოითის მოუწოდა, სიმამაცე გამოიჩინოს და განაცხადოს, რომ მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
„ჩვენ მზად ვართ თქვენთან ყოველგვარი დიალოგისთვის. მოლაპარაკე მხარეები შეხების წერტილს იპოვიან. მე კი ვერავინ გამტეხს და ბოლომდე, გამარჯვებამდე ვიდგები. არ არის ისეთი ძალა, რომელსაც ძალუძს შემაშინოს და თუ საჭიროა სისხლი, დაე, ეს ჩემი სისხლი იყოს, მაგრამ შეწყვიტეთ ხალხის დაშინება და მუქარა!“ – აცხადებს ჯიოევა.