პოლიტიკა
თბილისი, 7 დეკემბერი, საქინფორმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, 52.8% მიიჩნევს, რომ „პოლიტიკაში ივანიშვილის სახით მოვა ახალი ძალა, რომელიც ქვეყანაში ვითარებას უკეთესობისკენ შეცვლის“. კითხვაზე – რა მოლოდინებს უკავშირებთ პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენას ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის? – 23%-ს პასუხის გაცემა უჭირს. რესპონდენტთა 16.1% მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლით ქვეყანაში არსებული ვითარება არ შეიცვლება, 8% კი ვარაუდობს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყანაში არსებულ ვითარებას გააუარესებს.