სამართალი
თბილისი, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში სამარის ოლქის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს 38 წლის მოქალაქე მინდია ლიპარტელიანს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა მიუსაჯა. ლიპარტელიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში მოიხდის.
მინდია ლიპარტელიანი ბრალდებულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. დანაშაულის თანამონაწილეებს – გურეშიძესა და გაბიძაშვილს კი, შესაბამისად, 13 და 10 წლით პატიმრობა შეეფარდათ.
2005 წელს სასამართლომ დაკავებული ქართველები გაამართლა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ ისინი მიიმალნენ. თუმცა რუსეთის უზენაესმა სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება გააუქმა და საქმე განხილვაში დააბრუნა. ლიპარტელიანი და გაბიძაშვილი ამჟამად ფედერალურ ძებნაში იმყოფებიან.