აქტუალური
სუბარის მომხრეებმა „ქართული პარტია“ დატოვეს

qarTulipartoa_pressთბილისი, 3 დეკემბერი, საქინფორმი. „ქართული პარტია“ ყვარლის, საგარეჯოს, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა და ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა დატოვეს. ხელმძღვანელების გარდა, პარტიას ტოვებენ აქტივისტებიც.

„ქართული პარტიის“ დატოვების შესახებ განცხადება დღეს ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმაც – ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან პოღოსიანმა და პრესსამსახურის თანამშრომელმა გიორგი ასანიშვილმა გააკეთეს.

როგორც პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, მათი გადაწყვეტილება „ქართული პარტიიდან“ სოზარ სუბარის წასვლას უკავშირდება, რადგან ისინი პარტიაში თავის დროზე სუბარის გამო შევიდნენ.

მათივე თქმით, პარტიის დატოვებაზე ოფიციალურ განცხადებებს პარტიაში ორშაბათს შეიტანენ.