პოლიტიკა
თბილისი, 2 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წლის 7 ოქტომბერს ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო, პოლიტიკური პარტია ჯერ არ ჩამოუყალიბებია, თუმცა რამდენიმე დღეში საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნებას აპირებს.
„სააკაშვილი თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს: „ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს“. დამკვირვებლებიც ადასტურებენ, რომ „საქართველოს პოლიტიკას მეტი კონკურენცია სჭირდება, მაგრამ ახალი აჯანყება ხელს არ აძლევს“, – წერს გამოცემა.
სტატიის ქართულ თარგმანს foregnpress.ge ავრცელებს.